LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში არავაქცინირებული პირებისთვის ღამის საათებში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება

93
avstria

ავსტრიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან არავაქცინირებული პირებისთვის ღამის საათებში საკარანტინო შეზღუდვები დააწესოს.

ავსტრიის კანცლერი, ალექსანდრ შალენბერგი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური „სიტუაცია სერიოზულია“ და დაწესებული ზომები სამწუხარო, მაგრამ აუცილებელია. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინფიცირების მაჩვენებელი არავაქცინირებულთა შორის ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მათ შორის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაიკეთა.

ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებითვე, ჩატარდება შემთხვევითი შემოწმებები, რათა დადგინდეს, რამდენად იცავს მოსახლეობა ზომებს.

საკარანტინო შეზღუდვები ეხება 12 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც არ არიან აცრილი. დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა 1 450 ევრომდე იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g