LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა: „ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ის სხვა ნავთობით ჩავანაცვლეთ”

83
ANP-444743551

ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ Kronen Zeitung წერს. ავსტრიის ნავთობგაზის კომპანიის OMV -ის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანა ყოველთვის მცირე მოცულობის რუსულ ნავთობს ყიდულობდა.

„რუსეთში შეძენილი ნავთობის მოცულობა ყოველთვის მცირე იყო, ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ის სხვა ნავთობით ჩავანაცვლეთ“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ავსტრიისთვის ყველაზე დიდი ნავთობიმპორტიორი ყაზახეთია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები