LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

307
e650e6a-schallenberg--getty-

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრ შალენბერგი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.

ამის შესახებ მან ევროპული მედიის მე-14 სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ივნისში, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი მოელის. აქვე, მან საკუთარი პოზიცია იმით დაასაბუთა, რომ არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებმაც კანდიდატურის მიღებამდე გაცილებით გრძელი გზა გაიარეს.

ავსტრიული გამოცემა Heute-ს ცნობით კი, შალენბერგი ასევე ამბობს, რომ უკრაინა, არც მომავალში უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და ის მხარს დაუჭერდა უკრაინის სხვა გზას, ვიდრე სრულუფლებიანი წევრობაა.

მინისტრის პოზიციით, ასევე უნდა არსებობდეს სხვა მოდელები, გარდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაა, ასეთია ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ ზონაში გაწევრიანება, ან უბრალოდ ასოცირების შეთანხმების არსებული დონის შენარჩუნება.

ამასთან, შალენბერგმა უკრაინას მეტი მოქნილობისკენ და ევროპულ გაერთიანებასთან დაახლოების მექანიზმების ძიებისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები