LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანთ გრუპმა” ბათუმში სამშენებლო მასალების საწარმო გახსნა

135

ბათუმში შპს “ანთ ჯგუფის“ ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც სასახურავე მასალების/აქსესუარებისა და თაბაშირ-მუყაოს ფილების პროფილებს აწარმოებს.

საწარმოს გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრნენ.

პატარაძის განცხადებით, ხელისუფლება ფოკუსირებულია, რათა ბიზნესპროექტები სხვადასხვა სექტორებში განხორციელდეს. მისი თქმით, სასტუმრო კომპლექსების მიმართულების განვითარების გარდა, საჭიროა საწარმოები, რომელიც აწარმოებს, მათ შორის, სამშენებლო მასალებს. “მოგეხსენებათ, ჩვენი ეკონომიკა მზარდია, ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს რეგიონსა და ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება საწარმოები, რომლებიც ადგილზე აწარმოებენ პროდუქციას და მოამარაგებენ ადგილობრივ ბაზარს“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით კი, კიდევ ერთი იმპორტის ჩამნაცვლებელი კომპანია შეიქმნა ბათუმში, აჭარის რეგიონში, სადაც ძალიან სწრაფად და დინამიურად ვითარდება მშენებლობა. „კომპანიის ადმინისტრაცია გეგმავს სამომავლოდ საწარმოში დამზადებული პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ აწარმოოს საექსპორტო პროდუქცია, რაშიც აუცილებლად დავეხმარებით,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ცნობისთვის, შპს “ანთ გრუპი“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 186 150 ლარს შეადგენს.

საწარმოს გახსნას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g