LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოზე ვიტყვი სიმართლეს – თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

54

სასამართლოზე ვიტყვი სიმართლეს და საზოგადოება ბევრ ისეთ რამეს გაიგებს, რაც აქამდე არ გაჟღერებულა, – ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

„ჩემზე უფრო კარგად იცის სუს-მა ვინ შემოიყვანა, ვინ მფარველობდა და ვინ დააფინანსა ის ორი ბიჭი, რომლებიც სეიფულასა და აბდულას სახელებით ორი წელი ცხოვრობდნენ ჩემს მეზობლად, რამაზ მარგოშვილის სახლში. მე მოსამართლეს ყველაფერს მოვუყვები და დავადასტურებ კიდეც ჩემს სიმართლეს სასამართლოს წინაშე. მე მექნება მტკიცებულებები, ისეთი კი არა, სუს-მა მტკიცებულებების გარეშე რომ დაადანაშაულა ჩემი შვილი ჩატაევთან კავშირში,“ – ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა.

მისივე თქმით, სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში, რომელიც ვაგზალზე ტელეფონის ყიდვის მომენტშია გადაღებული, მის შვილთან ერთად კარგად ჩანს, ჯარაფ ხანგოშვილის ბიჭიც.

“მე კითხვა მაქვს სუს-თან, თუ ეს კადრები გახდა თემირლანის დასაკავებლად ჩემს სახლში შემოვარდნის მიზეზი, რატომ არ დააკავეს ჯარაფ ხანგოშვილის შვილიც? ის გარეთაა ახლაც. ტერორიზმში ბრალდებულები, როგორც იმ ორ ბიჭს უწოდეს, ხანგოშვილებთან ხშირად ათევდნენ ღამეს, ჩემს სახლში კი ერთი ღამეც არ დარჩენილან. ამჟამად დაკავებული რამაზ მარგოშვილი იუსუფ ხანგოშვილის ბიძაა. ამით მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ ხანგოშვილი რამეშია დამნაშავე, უბრალოდ ლოგიკურად ჩნდება კითხვა და პასუხი მაინტერესებს,“ – ამბობს მედიკო მაჩალიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g