LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიას სიცოცხლეს, რომელიც მის გამო შიმშილობს: არჩილ თალაკვაძე

87
BeFunky-collage-2

“ამ რადიკალურ ოპოზიციურ ბანაკს არ მივცემთ შესაძლებლობას, საქართველო არეულობისა და დესტაბილიზაციის რელსებზე გადაიყვანონ. არ მივცემთ ამის საშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

“შეუმჩნეველი რჩება ყველას, რომ სააკაშვილის საფრთხეში აგდებს სხვა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას” – აცხადებს თალაკვაძე

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიას სიცოცხლეს, რომელიც მის გამო შეიმშილობს.

დღეს მოქალაქეებმა უდნა განვასხვავოთ, რომ ერთ მხარეს არის სააკაშვილი თავის ავანტიურული გეგმით და ამ გეგმაში ჯდება ყველაფერი ის, რაც გარეთ ხდება – აცხადებს თალაკვაძე.

“ეს სახელმწიფოა და არა მიხეილ სააკაშვილის შპს კომპანია, ან „ნაციონალური მოძრაობა“ – აცხადებს ვიცე-სპიკერი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ უფრო მარტივია, რომ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა, ვიდრე მთელი სახელმწიფო გადაეწყოს სააკაშვილის ავანტიურულ გეგმაზე.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო სააკაშვილის მართვის სტილში აღარ დაბრუნდება

პოპულარულები