მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილედავით კირტიკაძე ომბუდსმენთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნას გამოეხმაურა.
კირკიტაძის თქმით, ხელისუფლებამ ავტორიტეტული ექიმების დასკვნა უნდა გაითვალისწინოს.
“49- ე დღეა სააკაშვილი შიმშილობს და მიუხედავად ექიმების, სპეციალისტების მოთხოვნისა, საქართველოს ხელისუფლება ისეა დაბრმავებული, ამ შურისძიების გრძნობით, რომ არ ახდენს მისთვის ადეკვატური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებას.” – აცხადებს კირკიტაძე
მისი განცხადებით, არაერთი დასკვნა გამოქვეყნდა და არაერთმა სპეციალისტმა ურჩია ხელისუფლებას, მესამე პრეზიდენტისთვის ადეკვატური ჯანმრთელობის სერვისი მიეწოდებინათ.
“ასეთი გაუგონარი, მოძალადე, შურისძიების წყურვილით შეპყრობილი ხელისუფლება ქვეყანას არ ჰყოლია” – აცხადებს კირკიტაძე
მიჩვეული ვართ, რომ ყოველდღიურად ცვლიან თავის ნათქვამს და ცდილობენ, ყველაფერი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან მოირგონ და თქვან, რომ თითქოს მხოლოდ მათ ესმით საკითხი და არ ესმით ექიმებს, ექსპერტებს, ათი ათასობით ადამიანს, რომელიც ამ მოთხოვნით გამოდის ქუჩაში,”- განაცხადა კირკიტაძემ.