LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრ ლუკაშენკო მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე თანხმობას აცხადებს

45
migrantebi

ალექსანდრ ლუკაშენკო მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე თანხმობას აცხადებს.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელსა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის გამართული საუბრის შემდეგ, ლუკაშენკოს ოფისმა განცხადება გავრცელა, რის თანახმადაც, ბელარუსი თანახმაა საზღვარზე არსებულ მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ევროკავშირ-ბელარუსის დონეზე დაიწყოს

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზღვარზე არსებული ვითარება ბელარუსისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს.

ანგელა მერკელის პრესმდივნის, განცხადებით გერმანიის მოქმედმა კანცლერმა ხაზი გაუსვა გაერო-სა და ევროკავშირის მიერ დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის და რეპატრიაციის საჭიროებას.

ცნობისთვის, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ათასობით არალეგალი მიგრანტია განთავსებული, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ.

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას მიგრანტების გამოყენებით „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ სდებს ბრალს. არსებული ვითარების გამო, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირში ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის ამოქმედების შესახებ შეთანხმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g