LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენის კონსილიუმმა სიტყვასიტყვით დაასაბუთა ჯანდაცვის კონსილიუმის დასკვნა: ნინო შარაშენიძე

235
fortuna.ge (67)

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე ეხმიანება.

შარაშენიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ომბუდსმენსa და კოლეგებს აკადემიური და მიუკერძოებელი დასკვნისთვის მადლობას უხდის.

მისი თქმით, დიდი პატივია, რომ ომბუდსმენის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმაც სიტყვასიტყვით დაასაბუთა მათი კონსილიუმის დასკვნა პაციენტის მრავალპროფილურ სტაციონარში აუცილებელ გადაყვანასთან დაკავშირებით:

“ჩვენთვის, როგორც რიგითი ექიმებისთვის, უსაზღვროდ დიდი პატივია ის ფაქტი, რომ ომბუდსმენის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა სიტყვასიტყვით დაასაბუთა ჩვენი კონსილიუმის დასკვნა პაციენტის მრავალპროფილურ და მაღალტექნოლოგიურ სტაციონარში აუცილებელ გადაყვანასთან დაკავშირებით.

ასევე ზუსტად გაიმეორა ის ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსის აუცილებლობა რასაც ზედმიწევნით, პერმანენტულად ვასაბუთებდით ჩვენს დასკვნებში.

დამატებით მიეცათ შესაძლებლობა ზუსტად შეეფასებინათ პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა და სამედიცინო დაწესებულების შესატყვისობა იმ მოთხოვნებთან რასაც ჩვენ ერთმნიშვნელოვნად და პერმანენტულად ვითხოვდით.

მადლობა ომბუდსმენს და ჩემს კოლეგებს ასეთი აკადემიური და მიუკერძოებელი დასკვნისთვის.

მათ მიერ გამოტანილი დასკვნა ავტომატურად ასაბუთებს ჩვენი კონსილიუმის ასევე მიუკერძოებელ შედეგს.

ასევე დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ელენე გიორგაძეს, ბატონ ზურაბ ფაღავას, ბატონ ალექსანდრე ცისკარიძეს, ბატონ გიორგი გოცაძეს და ბატონ ნიკოლოზ ყიფშიძეს მეგობრობისთვის, ნდობისთვის, პროფესიონალიზმისა და უსაზღვროდ დიდი პატიოსნებისთვის.

თქვენთან მუშაობა იყო დიდი გამოცდილება.” – წერს ნინო შარაშენიძე “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.

ექიმთა ჯგუფმა დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა.

 

magti 5g