საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მთავრობამ პატივი უნდა სცეს და არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა.
“მიუღებელია თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ, რომელიც ასრულებს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეს. მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა და განახორციელოს მათი რეკომენდაციები, რათა პრიორიტეტული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა”, -აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ავრცელებს.