ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმიანება.
ფანჯიკიძე კითხვას სვამს, თუ რა პრინციპის გამო ამბობს ხელისუფლება სააკაშვილის მრავალპროფილურ დაწესებულბაში გადაყვანაზე და აქვე აღნიშნავს, რომ არცერთი შიში ამართლებს იმ საშიშროებასთან შეგუებას, რომ შეიძლება გამოუსწორებელი რამ მოხდეს:
“რა პრინციპია ასეთი, რომ საავადმყოფოში არ გადაიყვანო ადამიანი? არეულობის გვეშინიაო? თუ საავადმყოფოსთან და საავადმყოფოში არეულობას მოაწყობენ ნაციონალები, ხომ დაკარგავენ მორალურ უპირატესობასაც და სრულ ველურებად წარმოჩინდებიან?
გაიტაცებენო? გაიტაცონ, ბოლოს და ბოლოს. არცერთი შიში არ ამართლებს იმ საშიშროებასთან შეგუებას, რომ გამოუსწორებელი რამ შეიძლება მოხდეს და მართლა რომ მოხდეს, მაშინ ხომ მართლა ვეღარაფერი შეაჩერებს გარდაუვალ არეულობას?” – წერს ფანჯიკიძე “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.