მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე, რომელიც მე-4 დღეა რაც შიმშილობს აცხადებს, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს ვიდრე მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.
როგორც ბურჭულაძე აღნიშნავს, ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
ელენე ხოშტარიამ გადასხმისა და მედიკამენტების მიღება შეწყვიტა
“ყველაფერი კარგად არის, მიშაზე ვნერვიულობ, ასევე ელენე ხოშტარიაზე, რომელიც ძალიან ცუდად არის.
თავს კარგად ვგრძნობ, არ მაქვს შიმშილის შეგრძნება. შიმშილობას არ შევწყვეტ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ მრავალპროფილურ კლინიკაში. ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ მიშას სიცოცხლე იყოს დაცული. როგორც კი გადაიყვანენ და დავრწმუნდები, რომ ის სათანადო კლინიკაშია და მის სიცოცხლეს მიხედავენ, იმ წუთში შევწყვეტ შიმშილობას”, – განაცხადა ბურჭულაძემ “ინტერპრესნიუსთან”.
