“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი “ფეიკია”.
როგორც კობახიძემ განმარტა, იმის შესახებ ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მომხრეა, სიმართლეს არ შეესაბამება.
“ტყუილია და მინისტრი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით კომენტარს. ეკა ტიკარაძეს აქვს თავისი მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება ე.წ. კონსილიუმს, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გაავრცელა, აქედანაც ჩანს, რომ ეს ე.წ. კონსილიუმი თვითონ არის “ფეიკი” და ავრცელებს “ფეიკებს” ტიკარაძის განცხადებასთან დაკავშირებით,”-აცხადებს ირაკლი კობახიძე.