პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმების მოთხოვნით მიმართვას აპირებს.
ამის შესახებ ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რაც შეეხება „ალტ-ინფოს“ პარტიას, კონსერვატორები თუ რაც დაირქვეს, ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს.
მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას!“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„მზად ვართ რუსეთთან პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა დავამყაროთ“- „ალტ-ინფომ“ პარტია დააფუძნა