LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი მოკავშირე იქნება: ომბუდსმენის მოადგილე “ალტ-ინფოს” მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებაზე

993
44344455-10217159074272534-2068142283349295104-n (2)

“ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება”,-ამ სიტყვებით ეხმაურება ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე “ალტ-ინფოს” მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას.

„მზად ვართ რუსეთთან პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა დავამყაროთ“- „ალტ-ინფომ“ პარტია დააფუძნა

მისი შეფასებით, ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია.

“ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე საშინელი დღე – 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას.

ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა. კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პროცესის ინიცირება შეუძლია:

ა. პრეზიდენტს;

ბ. მთავრობას;

გ. 30 დეპუტატს;

ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება. რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია ყველაფერთან ერთად”, – წერს გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ალტ-ინფომ“ დააფუძნა პოლიტიკური პარტია, რომლის სახელწოდებაა „კონსერვატიული მოძრაობა“. ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები