LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტროების გაერთიანებით ადმინისტრაციული ხარჯი 100-120 მილიონი ლარით შემცირდება – აკაკი ზოიძე

99

სამინისტროების გაერთიანების შედეგად, რომელიც 2017 წლის დეკემბერში განხორციელდა, დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიზოგა, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

როგორც ზოიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოპონენტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს, ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება არ მომხდარა.

„წინა ცვლილებების შედეგად, ადმინისტრაციული დანახარჯების კუთხით 100 მილიონი დავზოგეთ. ახალი ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია, რომ 2019-2020 წელს დანახარჯები 100-120 მილიონი ლარით შემცირდება. ცვლილებების მთავარი ამოცანაა არა ის, რამდენი სამინისტრო იქნება, არამედ როგორ იმუშავებს. ცვლილებები მორგებულია ეფექტიან და მოქნილ მთავრობაზე, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაჩქარდეს და მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქემდე სწრაფად მივიდეს და კორუფციისგან თავისუფალი იყოს. ხელისუფლება იმ თარგზე უნდა მოეწყოს, რასაც ეფექტიანი და მოქნილი მთავრობა ჰქვია, რომელიც დროულ და საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

გასულ წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კულტურისა და სპორტის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები გაერთიანდნენ, ხოლო გაუქმდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ამჟამად, მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე მცირდება. მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g