LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედიის შემდეგ ბათუმში ცხოვრება მიჭირს – გია შომახია

612
Untitled design (52)

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გია შომახიამ მეუღლე და შვილი დაკარგა.

„ამ ტრაგედიის შემდეგ ბათუმშიც მიჭირს ცხოვრება“, – ამბობს  გია შომახიამ გადაცემაში „ნოესთან“.

„ყველაფერს ნიკუშას ვეკითხები, ბავშვზე ვარ დამოკიდებული და ყველაფერს ვითვალისწინებ. მამა, მაგათი სულები აქ არიან და მე ვერ დავტოვებ ამ ქალაქსო.

ინგლისურზე დადის ბავშვი, საღამოს 9-ზე სრულდება გაკვეთილი და როცა წამოსაყვანად მივედი, მითხრა იქ მივიდეთ, ნანგრევებთანო. რა იყო ნიკა – მეთქი, ვკითხე და ეს ამბავი პარასკევს მოხდაო და ამ ადგილზე ყოველ პარასკევს მივიდეთო მითხრა,“- ამბობს შომახია.

არც დღე მიხარია, არც ღამე, აღარც მზიანი ამინდი, შევეცდები, ჩემი ერთადერთი ბიჭისთვის დავძლიო ეს სირთულეები - რამაზ დავლაძე

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს.

შომახიამ ოჯახის შექმნის ისტორია გაიხსენა.

15 წლის ოჯახი გვქონდა.

„მეუღლეს ბოლოს რომ ვესაუბრე, მკითხა, პრემია თუ დაგიჯდაო. იმ ფულით შვილის შაურმაზე წაყვანა მინდოდა“, – იხსენებს გია შომახია.

შომახიამ ტრაგედიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია, ვინც მშენებლობაზე მუშაობს, მას რაიმე ცნობა მოვთხოვოთ, რომ დავრწმუნდეთ, რომ იცის ის საქმე, რასაც აკეთებს.

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.

შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო 3 ბავშვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები