LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში მიწების გასხვისებას აპროტესტებდნენ – სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე დააკავეს

67
აქცია გორში

რამდენიმე წუთის წინ, შიდა ქართლში, სოფელ ზეღდულეთში დაძაბული ვითარება იყო. მოსახლეობა პროტესტის ნიშნად ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას ცდილობდა, პოლიციამ კი, ამის საშუალება არ მისცა და ადგილზე ერთი პირი დააკავა, რასაც ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ადგილობრივები სოფლის ცენტრში გასხვისებულ მიწებს აპროტესტებდნენ. მოსახლეობა ხელისუფლებას ჰექტრობით მიწის ფართობის გასხვისებაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საძოვრების გარეშე რჩებიან.

„ეს ხელისუფლების გადასაწყვეტი საკითხებია და არა მოსახლეობას. კეთილი ინებონ, მობრძანდნენ და ადგილობრივებს პრობლემის გადაჭრაში დაეხმარონ,“- აცხადებდა ჟურნალისტებთან საუბრისას ადგილზე შეკრებილი სოფლის მოსახლეობა.

 

ფოტო: ტვ „პირველი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g