ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. პოსტი ბიძინა ივანიშვილს და მის მიერ შეკვეთილში წაღებულ კიდევ ორ ხეს ეძღვნება.
“ვაუ, ბატონმა ბიძინამ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა – ორი ხე ერთად მოთხარა და გაუყენა შეკვეთილის გზას!
ასე იცის ყაირათიანმა თხრამ!
პატრონი გამოუჩნდა აქამდე ბუნებაში უპატრონოდ მდგომ ხეებს!
ვისაც არ მოგწონთ, გაგიწყრეთ ოჩოპინტრე!”, – წერს გოგოტიშვილი.
ხეების გადატანის ამსახველ ვიდეოკადრებს კი სოციალურ ქსელში ნინო ხუბუტია ავრცელებს სათაურით: წავიდნენ ჩვენი გოგონები.