LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ოხანაშვილი: ვთხოვ ყველას, წარმოადგინონ, რომელ საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის და იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი!

86
ანრი ოხანაშვილი

„ვთხოვ ყველას, წარმოადგინონ, რომელ საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების პროცესი! – დაიდოს არა მხოლოდ ფრაზა – „რეფორმაა საჭირო“, არამედ კონკრეტული წინადადებები,“ – ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

დეპუტატის თქმით, 2019 წლამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის არანაირი პროცედურა არ არსებობდა და მათი წარდგენა პარლამენტში პრეზიდენტის მხრიდან ერთპიროვნულად ხდებოდა. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ახლა პროცესი გახსნილია და ყველა დაინტერესებულ მხარეს მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, ვინც განხილვის პროცესში მონაწილეობას არ იღებს, მისი პასუხისმგებლობის საკითხია და ეს პროცესს „ვერ დააკნინებს“.

„ვერ დაასახელებთ საკითხს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს არ უცხადებს. დღეს რომ ვთქვათ, რომ ევროკავშირის წევრობაზე შეგვაქვს განაცხადი, 100%-ით დამერწმუნეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს ამ საკითხსაც გამოუცხადებს და იტყვის, რომ განაცხადი საკმარისად დასაბუთებული არ არის.

პარტია „ლელო“ არის “ნაციონალური მოძრაობის“ ცრუმაგიერი პირი – უბრალოდ „ლელო“ ჰქვია. შესაბამისად, „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი პარტია. „გირჩი“ მოსმენების პროცესში მათი ორიგინალური შეხედულებების გამო არ მონაწილეობს, რაც მათი პასუხისმგებლობაა,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, დეპუტატის თქმით, მმართველ გუნდს მათთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს.

ჰარცელი: მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის დასაკვირვებლად მიგვიწვიეს, რაზეც უარი ვთქვით – ეს არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას, ვენეციის კომისიის და „ოდირის“ რჩევებს

„ყველა დაინტერესებულ მხარეს შეტყობინება გავუგზავნეთ და მათ სრული შესაძლებლობა ჰქონდათ მოსმენის პროცესს დასწრებოდნენ. ვინც არ ესწრება, მათი არჩევანია. სახალხო დამცველი პროცესს პოზიტიურად იქამდე არ შეაფასებს და არ ჩაერთვება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს შეაჩეროს უზენაესის მოსამართლეების არჩევის პროცესი

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ნინო სანდოძეს გაესაუბრა. გასაუბრება გაიმართება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატ – თეა ძიმისტარაშვილთან.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღეს დასრულდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g