LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მოტოციკლის და მსუბუქი ავტომანქანების შეჯახებას ერთი პირი ემსხვერპლა

133

დიღომში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g