LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს: „ნამდვილად სევდიანი ვარ”

87
-121869562-hi072294801

კომპანია Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეკ დორსი თანამდებობას ტოვებს,BBC-ის ინფორმაციით, მას „ტვიტერის“ აღმასრულებელი ტექნოლოგიური მენეჯერი, პარაგ აგრავალი ჩაანაცვლებს.

„ნამდვილად სევდიანი ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი. ბევრი კომპანია არ არის, რომელსაც ამ დონისთვის მიუღწევია,“ – ნათქვამია დორსის წერილში, რომელიც მან კომპანიის თანამშრომლებს გაუგზავნა. ჯეკ დორსის განმარტებით, თანამდებობიდან წასვლა მხოლოდ მისი გადაწყვეტილება იყო.

აღსანიშნავია, რომ ჯეკ დორსის, რომელიც „ტვიტერის“ თანადამფუძნებელია, ერთდროულად ეკავა როგორც „ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორის, ასევე ციფრული გადახდების კომპანიის Square-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. ის „ტვიტერის“ დირექტორთა საბჭოში უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, 2022 წელს აქციონერთა ყოველწლიურ შეკრებამდე დარჩება.

ამ დროისთვის, ჯეკ დორსის ქონება 11,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g