LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PHR-მა კოვიდგადატანილებისთვის უვადო „მწვანე სტატუსის“ მინიჭება სასამართლოში გაასაჩივრა 

156
მწვანე-პასპორტი

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)  კოვიდგადატანილებისთვის უვადო „მწვანე სტატუსის“ მინიჭება სასამართლოში გაასაჩივრა.

მოსარჩელეები თბილისის საქალაქო სასამართლოს სთხოვენ, გამოსცეს დროებითი ღონისძიება, რომელიც მთავრობას „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით „სამეცნიერო მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების“ მიღებას დაავალებს.

„პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის“თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 ნოემბერს მიმართა და გადაწყვეტილებას დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, უახლოეს პერიოდში ელის.

„ჩვენი მოთხოვნაა, სახელმწიფოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები ეყრდნობოდეს სამეცნიერო წყაროებს, რადგან მთავრობის სარისკო გადაწყვეტილება შესაძლებელია ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლებისთვის საფრთხეებს ზრდიდეს“, – აცხადებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“-ის აღმასრულებელი დირექტორი, ანა არგანაშვილი.

 

mazda magti 5g