LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახდება თუ არა უვადო “მწვანე პასპორტი” ვადიანი – რა რეკომენდაცია აქვს იმუნიზაციის მრჩეველთა ჯგუფს

212
1

უვადო “მწვანე პასპორტთან” დაკავშირებით, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფს რეკომენდაცია ექნება – იდეა გადაიხედოს და  პასპორტის ვადა 6 თვემდე შემცირდეს.

ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. 

“იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდგომ უვადო “მწვანე პასპორტის” იდეა და ეს იყოს შემცირებული 6 თვემდე. ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდი ეს არის ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს.” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ქვეყანაში ორი კოვიდპასპორტის შესაძლო მოქმედებას ეხმიანება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც და აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა, ყველა კოვიდგადატანილს თანაბრად რომ აძლევს “მწვანე პასპორტს”,  რადგან კოვიდის გადატანიდან იმუნიტეტი 6 თვე გრძელდება:

“ალბათ იქნება კითხვა, თუ როგორ ვუყურებ იმას, რომ ყველა კოვიდგადატანილს “მწვანე პასპორტი” ეძლევა. ეს საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა, რომ ყველა კოვიდგადატანილს თანაბრად აძლევს “მწვანე პასპორტს”, რადგან კოვიდის გადატანიდან იმუნიტეტი 6 თვე გრძელდება.

მათ, ვითაც კოვიდი ბოლო 6 თვეში აქვს გადატანილი, მათ უნდა მიეცეთ “მწვანე პასპორტი”, ასეა სხვა ქვეყნებში. საქართველოს ექნება ორი კოვიდპასპორტი, ერთი უცხოელებისთვის, სადაც ბოლო 6 თვის კოვიდი ჩაითვლება და მეორე, შიდა მოხმარებისთვის, სადაც ყველა კოვიდგადატანილი ჩაითვლება, ეს სწორი არ არის და იმედი მაქვს, ამას გამოასწორებენ.” – თქვა ცერცვაძემ.

ტიკარაძე: საქართველოსნაირი ქვეყანა არსად არის, ჩვენ ვართ განსაკუთრებულები 2 “მწვანე პასპორტით”

 

მოსაზრებები “მწვანე სტატუსის” შესახებ წაიკითხეთ ვრცლად:

“კოვიდის გადატანის შემდეგ პირს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად” – გიორგი ღიბრაძე განმარტავს რა შემთხვევაში ენიჭება მოქალაქეს მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გადახედონ ე.წ. მწვანე სტატუსის საკითხს, რომელიც ამჟამად, კოვიდგადატანილ პირს მუდმივად ენიჭება

წარმოუდგენელია უვადო „მწვანე სტატუსზე” საუბარი, კორონავირუსი არ არის წითელა, გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო: ივანე ჩხაიძე

„ეს გადაწყვეტილება არის პოპულისტური და არასწორი, ამით გენოციდისკენ მიდიან“ – ვატო სურგულაძე კოვიდ გადატანილი პირისთვის მწვანე სტატუსის უვადოდ მინიჭებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები