ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობს და მისივე თქმით, ეს განსაკუთრებულობა ასევე აიხსნება ორი “მწვანე პასპორტით”, რომლითაც მოქალაქეები ისარგებლებენ.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ.
“საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ 2 “მწვანე პასპორტით”, ეს ყველაფერი ალბათ, ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან გამომდინარეობს.
ჩვენ ვართ ქართველები და არა მგონია ვინმეს ეს უკვირდეს, ჩვენ ყველას გაგვაჩნია ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით მარტივია გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე რთულია.
აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში, ალბათ, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ, საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ჩვენ დაგვჭირდება გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით დაუერთდა და ამ პასპორტების ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე.
ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს, ასევე დავაკვირდებით საზოგადოების აღქმებს და დამატებით გადაწყვეტილებებს კიდევ მივიღებთ საბჭოზე. გადაწყვეტილება შეიცვლება იმის მიხედვით, რა საჭიროებაც გამოიკვეთება. კოვიდგადატანილების სოციალურ აქტივობებთან დაკავშირებით, მსოფლიოში ჯერჯერობით არ არსებობს გარკვეული მოდელი, თუ რა შეიძლება გადაწყდეს ათვლის მომენტად, რომ მათ აქვთ გადატანილი, ან რა რაოდენობის ანტისხეულების რაოდენობა შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენ იმ ანტისხეულების რაოდენობად, როდესაც მათ არანაირი რისკი არ ექნებათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ ინფორმაციას და თუ იქნება რეგულაციები და ნიშნული – რაც შეიძლება განისაზღვროს ამ პასპორტის მინიჭების საშუალებად – ჩვენ ამასთან მიმართებაშიც მივიღებთ გადაწყვეტილებას.” – თქვა მინისიტრმა.
ვრცლად “მწვანე სტატუსის” შესახებ: