LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე – “ქართული ოცნება” ცდილობს, უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოებას თავზე გადაახიოს

47
ბადრი-ჯაფარიძე

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან  მორიგი მცდელობაა – პარლამენტს და საზოგადოებას თავზე გადაახიოს უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მიღებულია პირველი მოსმენით.

ამ განცხადებით ჯაფარიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართვას გამოეხმაურა.

თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივეღებთ, ის აუცილებლად უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან: ირაკლი კობახიძე

ჯაფარიძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, საზოგადოების წინაშე თავი არ შეირცხვინონ და ის, რაზეც ვალდებულება აიღეს და საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია, უნდა შესრულდეს:

“მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან “ქართული ოცნების” დემარშით გამოსვლის შემდეგ, მმართველ გუნდთან დამატებითი შეთანხმება მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ მხარს დაუჭერდნენ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას დაბალი ბარიერით, თუ ამოღებული იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი.

ეს იყო მათი კიდევ ერთი პირობა, რომელსაც როგორც ჩანს, კვლავ ცდილობენ, რომ დაარღვიონ. საოცრებაა, რადგან ალბათ, ეს თავმოყვარეობის თემაც არის. ელემენტარული თავმოყვარეობა “ქართულ ოცნებას” საშუალებას არ უნდა აძლევდეს, რომ ასე ურცხვად კვლავ შეეცადოს დამატებითი შეთანხმება, რომელიც კომპრომისად ჩაითვალა, დაარღვიოს.

რასაც კეთილი ნების გამოვლენას უწოდებენ, ეს არის მათ მიერ აღებული ვალდებულება, რომელიც კიდევ ერთხელ აიღეს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. რა ძალაა ეს, რომელსაც შეუძლია, თავისი ვალდებულებები ნებისმიერ დღეს გადახიოს? რას ემსახურება ეს ყველაფერი? იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ძალას, რომელსაც არ აღელვებს მის მიერ აღებული ვალდებულებების გადახევა, რა მნიშვნელობა აქვს მასთან თანამშრომლობას რაიმე საკითხზე, თუ მათ შეუძლიათ, ასე ცვალონ თავიანთი პირობა და აღებული სიტყვა.

“ქართულ ოცნებას” მოვუწოდებ, საზოგადოების წინაშე თავს ნუ შეირცხვენენ და ის, რაზეც ვალდებულება აიღეს და საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია, უნდა შეასრულონ. ის, რომ რაღაც გახადონ სავაჭრო საგანი და ეს იყოს ხრიკებისა და მანიპულაციების საგანი, არ გამოვა, რადგან ეს იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან ის ნაბიჯი, რომელიც დაამთავრებს საერთოდ ყველა ილუზიას, რომ ამ ძალასთან რაიმე საუბარს აზრი აქვს.” – თქვა “, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი დაიწევს 2%-მდე ეს ოპოზიციისთვის მმართველი გუნდისგან “საჩუქარი იქნება”. მისივე თქმით, გაუკეთბენ თუ არა ამ საჩუქარს, “ქართული ოცნების” კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

ირაკლი კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ის რიგგარეშე არჩევნებზე არ უნდა გავრცელდეს და მხოლოდ 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

პოპულარულები