ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვარკეთილში. არსებული ინფორმაციით, სასტუმრო ჰუალინგ თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმედ დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
„მთავარ არხთან“ საუბრისას თვითმხილველები აცხადებენ, რომ ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
დამატებითი დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.