LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ უარი თქვა კოვიდგადატანილებისთვის უვადო “მწვანე სტატუსის” შეჩერებაზე – PHR გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

781
Untitled design - 2021-12-03T123945.348

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომელიც კოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვის ე.წ. უვადო „მწვანე პასპორტის“ მინიჭებაზე მთავრობის გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვდა.

ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR ავრცელებს.

სწორედ ეს ორგანიზაცია ითხოვდა, რომ გამოცემულიყო დროებითი ღონისძიება, რომელიც მთავრობას „მწვანე პასპორტებთან” დაკავშირებით „სამეცინიერო მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების” მიღებას დაავალებს.

PHR სარჩელის შეტანისას ამბობდა, რომ სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელი, რომელიც კოვიდ თემაზე მუშაობს, ეწინააღმდეგებოდა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, მათ შორის ისინი, ვინც საკოორდინაციო საბჭოში შედიან, რადგან მხოლოდ მხოლოდ ინფექციის გადატანის საფუძველზე უვადო „მწვანე პასპორტის“ გაცემა შესაძლოა სარისკო აღმოჩნდეს სხვების ჯანმრთელობისთვის.

არ გამოვრიცხავ, გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც ეხება მწვანე პასპორტს: ეკატერინე ტიკარაძე

"საქართველო ემზადება ახალი შტამისთვის და გეგმავს გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს"

„სასამართლომ თქვა, რომ ბუნდოვანია, რას ითხოვენ მოსარჩელეები და მათი მოთხოვნა იმდენად ზოგადია, რომ სასამართლო მას ვერ დააკმაყოფილებს.

სასამართლომ არ მიიჩნია ექსპერტების (გამყრელიძის, ცერცვაძის, კულუმბეგოვის და სხვების მოსაზრებები) საკმარისად და მოსარჩელეს მოსთხოვა მეცნიერულად დაამტკიცოს, რომ კოვიდგადატანილ პირებს არ აქვთ უვადო იმუნიტეტი.

ანუ, იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ თავისი გადაწყვეტილება უვადო მწვანე სტატუსის მინიჭებაზე დააყრდნოს მტკიცებულებას (შემოგვთავაზოს იმ ფაქტის დადასტურება, რომ უვადო იმუნიტეტი არსებობს), მოქალაქეებმა უნდა უმტკიცონ მთავრობას, რომ მტკიცებულება არ არსებობს (ანუ მოსარჩელეებმა უნდა ამტკიცონ ფაქტის არარსებობა).

რაც სამართლებრივად შეუძლებელია – ფაქტის მტკიცება ევალება მას, ვინც ფაქტი (უვადო კოვიდ იმუნიტეტი) სამართლებრივად გააფორმა მთავრობის დადგენილებაში.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, მოსამართლემ მთავრობას ამ გადაწყვეტილებით უთხრა, რომ მათ არ ევალებათ თავისი აქტების დასაბუთება, მოქალაქეებმა უნდა ასაბუთონ რომ აქტი კანონს არღვევდა. დაბოლოს, სასამართლომ ვერ დაინახა სარჩელის პერსპექტიულობა და მისი დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული საფრთხე, ანუ ის, რომ უვადო მწვანე სტატუსი მოსარჩელეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დააზიანებს“,-  აცხადებს ორგანიზაცია.

PHR ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.