LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, დედა და მისი 8 წლის შვილი გარდაიცვალნენ

306
SASWRAFOS

თბილისში, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად დედა და მისი 8 წლის შვილი გარდაიცვალნენ.

უბედური შემთხვევა ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლის მოხმარების გამო მოხდა.

ინფორმაციას „თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

„2 ადამიანი დაიღუპა თბილისში და ერთი მოიწამლა CO-თი (ცეო), საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლის მოხმარების გამო. აღნიშნული მომხმარებლები არ იყვნენ „თბილისი ენერჯის“ აბონენტები, ხდებოდა ბუნებრივი გაზის დატაცება და კუსტარული მონტაჟი, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა.

ნუ მოიხმართ მკვლელ გაზის დანადგარებს, გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას”, – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g