დღევანდელი დღე მიმართულება დაკარგული მთვარის ენერგია უარყოფითად აისახება ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ემოციურ განწყობასა და ყურადღებაზე, დღე ასევე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, ეს ყველაფერი კი ჯანმრთელობას გარკვეულ პრობლემებს შექმნის, მიიღეთ წამლების პროფილაქტიკა და აკონტროლეთ წნევა. დღეს ნუ გადაღლით ზედმეტად თვალებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის, ავეჯის შესაძენად და მის სარესტავრაციოდ, კომპიუტერის საყიდლად, სამშენებლო, სარემონტო საქმიანობისათვის, არომა თერაპიისათვის. დღეს მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვასა, ფინანსური ოპერაციების ჩატარებასა და ქორწინებას.
ჯანმრთელობა
საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ მზესუმზირა, კალი და ავოკადო, დღეს მხედველობა, სახსრები, ძვლოვანი სისტემა, მუხლების ზონა და ნერვული სისტემა.
დღის ფერები და მინერალები – კრემისფერი, წითელი, მწვანე, ნაცრისფერი, ნეონისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ ონიქსი, ქრისზოპრაზი, აქვამარინი, ცირკონი და საფირონი, ეს ქვები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომებს, მშვილდოსნებსა და მერწყულებს.