LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბროლაურმა გაეროს გრანტი მოიპოვა – ქალაქში სკვერების მოწყობა მიმდინარეობს

104
265007557-1001163863803601-2662307347754639024-n

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, „გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)“- ის გრანტის ფარგლებში, სკვერების მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგამოფენო სივრცეების შექმნა, რაც ადგილობრივ მცირე მეწარმეებს საშუალებას მისცემთ, საკუთარი პროდუქცია უფრო ფართო საზოგადოებას გააცნონ და მეტად მოახდინონ თვითრეალიზაცია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა, „გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)“- ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, მონაწილეობა მიიღო საპროექტო წინადადებით – „ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სკვერების რეაბილიტაცია ამბროლაურში“ და გრანტის სახით 137 000 ლარი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება 2 სკვერის რეაბილიტაცია, ვაჟა-ფშაველასა და კოსტავას ქუჩებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g