LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში ქართული წარმოების მეხანძრის უნიფორმა 5000 დოლარად გაიყიდება

122
132591590-4088619567818226-3740934857619635263-n

საქართველოში შექმნილი მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმა ამერიკის ბაზარზე, შესაძლოა, 4000 – 5000 დოლარად გაიყიდოს. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც პროექტის განმახორციელებელი კომპანია Elven Technologies-ის თანადამფუძნებელს ვამეხ ხერხეულიძეს ესაუბრა.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს 2 უნიფორმის: ამერიკულ ბაზარზე გათვლილი სრულიად ცეცხლგაუმტარის და შედარებით მსუბუქი, არაცეცხლგაუმტარი უნიფორმის ლაბორატორიული, საველე ტესტირება, რომელიც 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ხერხეულიძის ინფორმაციით, საჭიროა პროდუქტის დაპატენტება და ლიცენზირებაც.

„იმისთვის, რომ ჩვენ ამერიკულ ბაზარზე გაყიდვა დავიწყოთ, გავიდეთ X კომპანიაზე, რომელიც ჩვენგან ლიცენზიას იყიდის, ამისთვის 2-5 მლნ დოლარამდე ინვესტიცია დაგვჭირდება. ასეთი მოცულობის ფინანსების მოზიდვისთვის, იქ უნდა ვიპოვოთ ინვესტორები, რომლებიც ჩვენში ამ ფულს ჩადებენ,“ – აცხადებს ხერხეულიძე „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე განმარტებით, საქართველოს ბაზარი Elven Technologies-ის მიერ შექმნილი პროდუქტით არ ინტერესდება, რადგან საშუალო კლასის უნიფორმები აცვიათ და ფასში არარეალური სხვაობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g