LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სკრიპალების მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილთა ვინაობა დაადგინეს

85

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილთა ვინაობა დაადგინეს. ბრიტანული მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქ სოლსბერიში, ყოფილ რუს აგენტსა და მის ქალიშვილზე, ნეირო-ტოქსიკური ნივთიერება “ნოვიჩოკის” გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმაში, რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა და ყველა მათგანი წარმოშობით რუსეთიდანაა.

სამართალდამცველებმა შესაბამისი დასკვნა რამდენიმეთვიანი გამოძიების, ასევე, სათვალთვალო კამერებისა და ბრიტანეთში ჩამოსული ადამიანების პერსონალური მონაცემების შესწავლის შემდეგ გააკეთეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g