LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მოახერხებს გამოვალ და ტაშს დავუკრავ – ელისაშვილი შერიგებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივაზე

75
ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკურ შერიგებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შერიგება რთული წარმოსადგენია, თუმცა თუ პრეზიდენტი ამას მოახერხებს, ის მიესალმება.

“ეს სიძულვილი, რაც არის პოლიტიკურ სივრცეში, ეს გავარვარებული ზიზღი ერთმანეთის, ამან დაიწიოს. როგორ მოახერხებს, ცოტა რთული წარმოსადგენია პირადად ჩემთვის და რამდენად წარმატებით მოახერხებს, როდესაც ყველას უნდა ერთმანეთი გვძულდეს ამ ქართულ პოლიტიკაში. ამას როგორ მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, მაგრამ თუ მოახერხებს გამოვალ და ტაშს დავუკრავ,“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ განცხადებებს აზრი არ აქვს, თუ ამ განცხადებებს კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვება.

“მხოლოდ განცხადებებს არანაირი აზრი არ აქვს, თუ ამ განცხადებებს კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვება და ის ინიციატივა, რომელიც დააყენა მიხეილ სააკაშვილმა საერთო ეროვნული შერიგების შესახებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ინციატივას თუ მოყვება კონკრეტული გაგრძელება და ჩვენ თუ ვნახავთ რომ მართლაც ქართული ოცნება და მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი მზად არის იმისთვის, რომ ასეთი დიალოგი წარიმართოს, ეს იქნება გამოსავალი რომ ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ ის მოჯადოებული წრე, რომელშიც ვიმყოფებით,” – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ თუ განცხადების მიღმა კონკრეტული სურვილი დგას, ამ იდეას ემხრობა.

“ახლა უნდა დავაზუსტოთ, ეს იყო პიარ სვლა, უბრალოდ ლამაზი სიტყვები თუ ამის უკან დგას კონკრეტული სურვილი და შინაარსი. თუ კონკრეტული სურვილი და შინაარსი დგას, მე ეს იდეა მომწონს,“ – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

mazda magti 5g