LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუისთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

140

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე მოხდა. ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
გარდაცვლილია 60 წელს გადაცილებული ქალი, შვილი კი, დაახლოებით 35 წლის ქალი, მრავლობითი ექსკორიაციებით, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში” გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g