დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
ამასთან, გამყრელიძის განცხადებით გარკვეული დროის შემდეგ „ომიკრონი“ საქართველოშიც დაფიქსირდება.
„ჯერჯერობით არა. კვლევა მიმდინარეობს. ყველა ლაბორატორიას აქვს პროტოკოლი ჩვენგან გადაგზავნილი. ჯერჯერობით „ომიკრონი“ არ ჩანს. ალბათ გამოჩნდება, ვირუსს საზღვრები ვერ იჭერს, ამიტომ გამოჩნდება რაღაც დროს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ბრიტანელი მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის „დელტა“ შტამს ჩაანაცვლებს.
„დღევანდელი მონაცემით ეს შტამი 63 ქვეყანაში არის გავრცელებული. სამწუხაროდ, უკვე სიკვდილი დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოში. ძალიან სწრაფი ტემპით მიდის ვირუსის გავრცელება, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი კლინიკურად მაინც შედარებით მსუბუქია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ქართველი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ „ომიკრონი“ უკვე საქართველოშია.
“ომიკრონი” სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია – გიორგი კამკამიძე
რატომ ფიქრობენ სპეციალისტები, რომ „ომიკრონი“ უკვე საქართველოშია – რამ შეიძლება შეაკავოს ახალი შტამი