LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: რვა არჩევნები წააგეთ, მოსახლეობა უნდა შემოირიგოთ, ჩვენ ისედაც მოგიტევებთ და შეგინდობთ

63
BeFunky-collage (1)

მივმართავ რადიკალურ ოპოზიციას – მოსახლეობას უნდა ესაუბროთ, ისინი უნდა შემოირიგოთ, ჩვენ ისედაც მოგიტევებთ და შეგინდობთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხუნდაძე სააკაშვილზე: შეიძლება აპატიო რიგით დამნაშავეს, მაგრამ პირს, რომელსაც საკუთარი ხალხის ბედი აბარია, არა!

იმედია, საახალწლოდ მაინც აცდიან საზოგადოებას, რომ ეს დღეები ადამიანმა საკუთარ ოჯახში გაატაროს – პაპუაშვილი სააკაშვილს ეხმაურება

„მივმართავ რადიკალურ ოპოზიციას – მგონია, რომ ჩვენ, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება არა ქაოსი და დაძაბულობა, არამედ ამ ქვეყანას სჭირდება სწორი, მდგრადი განვითარება. ეს მდგრადი განვითარება, მათ შორის ეკონომიკური, მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ ეს გაუთავებელი აქციები, გადაკეტვები, პიკეტები არ იქნება და დაძაბულობა არ შეიქმნება.

ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსების ინტერესის სფეროა. ასე რომ, ნუ იქნებით ჩვენი მტრების მსახური. თუ შერიგება გინდათ და ეს ფარსი არ არის, კეთილი ინებეთ და ჯერ მოსახლეობას მოუხადეთ ბოდიში, იქ მოინანიეთ, იქ დაიმსახურეთ პატივი და ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ნორმალურ განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ თვეების განმავლობაში იძახდით, არ შემოვალთო, რადიკალურ ოპოზიციას მივმართავ, ახლა აქ სხედხართ. რვა არჩევნები წააგეთ.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობას უნდა ესაუბროთ, ისინი უნდა შემოირიგოთ და არა აქ. ჩვენ ისედაც მოგიტევებთ და შეგინდობთ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g