კახეთში ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი დაინიშნა. განცხადება 19:00 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაკეთდება.
ძლიერი წვიმის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგასა და ვაქირში მდინარეები და ხევები ადიდდა. მოვარდნილმა წყალმა შიდა საუბრნო გზები დააზიანა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჰერეთისკარში, წითელ გორსა და ჭიაურში სანიაღვრე არხებში წყალი დაგუბდა, რამაც სახლების სარდაფები დატბორა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.