LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში” – კახა კალაძე

268
BeFunky-collage - 2023-08-30T005831.240

არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში, – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთ ადგილზე სანიაღვრე სისტემა ნაგვით იყო გადავსებული და ნალექის გატარება ვერ შეძლო.

„აქ, სადაც ვიმყოფებოდი, სანიაღვრე სისტემა კონკრეტულ ადგილებზე ნაგვით იყო გადავსებული, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი. იყო კონკრეტული სანიაღვრე არხები, რომელიც ჩვეულებრივ ატარებდა.

ამ წუთში ვიმყოფებით მარჯვენა სანაპიროზე, ეს არის სივრცე, სადაც თამარ მეფის პანდუსია, აქ არსებულ გზის მონაკვეთზე არის დატბორვა. ძალიან დიდი ნალექი იყო ხანმოკლე პერიოდში. არ ვიცი, არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში.

გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით. გლდანის რაიონში იყო, ასევე დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მიმდებარედ. ახლაც მუშაობენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები”,- აცხადებს კახა კალაძე.

ძლიერმა წვიმამ თბილისის სხვადასხვა უბნებში პრობლემები შექმნა

„დატბორილია ქუჩები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები” – მერია მოსახლეობას მოუწოდებს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

„მერიის ყველა სამსახური გამოსულია და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს…ჩემი თხოვნა იქნება ნუ გავავრცელებთ ცრუ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას” – კახა კალაძე

ვიდეო: „ვიმყოფები მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე…აქ სანიაღვრე სისტემამ ნალექის გატარება ვერ მოახერხა, რადგან შიგნით ძალიან ბევრი ნაგავი იყო ჩატენილი” – კონსტანტინე ზარნაძე მიმართვას ავრცელებს