LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად თამარ მეფის გამზირთან, სადაც გზის მონაკვეთი დატბორილია” – თბილისის მერიის განცხადება

197
BeFunky-collage - 2023-08-30T004543.021

თბილისის მერი კახა კალაძე ძლიერი ნალექის გამო სხვადასხვა რაიონში შექმნილ პრობლემებს ადგილზე პირადად გაეცნო, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

ტექსტში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი რთული მონაკეთი, სადაც მერი იმყოფებოდა, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთია.

კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა ფუნქციონირებს, ჭარბმა ნალექმა სხვადასხვა ადგილზე პრობლემები მაინც შექმნა.

„ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად თამარ მეფის გამზირთან, სადაც გზის მონაკვეთი დატბორილია. მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა მუშაობს, იმდენი ნალექია, რომ ვერ აუდის. გარკვეული პრობლემებია გადაადგილების თვალსაზრისით. ასევე, იყო პრობლემები გლდანის რაიონში, დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დატბორილი იყო და გადაადგილება შეუძლებელი იყო.

რამდენიმე მანქანა იყო გაჩერებული, რომელიც გამოვიყვანეთ. რამდენიმე ქუჩაზე ხეები იყო წაქცეული და აღნიშნული მონაკვეთები უკვე გასუფთავებულია. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას, სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც ახლაც გვეხმარებიან და ჩვენთან ერთად მუშაობენ“, – განაცხადა კახა კალაძემ

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების შემთხვევაში დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2722222

კახა კალაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია.

ძლიერმა წვიმამ თბილისის სხვადასხვა უბნებში პრობლემები შექმნა

„დატბორილია ქუჩები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები” – მერია მოსახლეობას მოუწოდებს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

„მერიის ყველა სამსახური გამოსულია და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს…ჩემი თხოვნა იქნება ნუ გავავრცელებთ ცრუ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას” – კახა კალაძე

ვიდეო: „ვიმყოფები მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე…აქ სანიაღვრე სისტემამ ნალექის გატარება ვერ მოახერხა, რადგან შიგნით ძალიან ბევრი ნაგავი იყო ჩატენილი” – კონსტანტინე ზარნაძე მიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები