LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკური სექტორი მზადაა „ომიკრონის“ შტამს გაუმკლავდეს: ეკატერინე ტიკარაძე

700
ტიკარაძე და გამყრელიძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკური სექტორი, როგორც მკურნალობის გაიდლაინებით, ასევე საწოლფონდით მზადაა, რომ „ომიკრონის“ შტამს გაუმკლავდეს.

ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯერჯერობით „ომიკრონის“ შემთხვევა დადასტურებული არ არის, თუმცა, ლუგარის ლაბორატორიაში რამდენიმე საეჭვო შემთხვევას სწავლობენ.

“მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ მტკიცებულებაზე დაყრდნობილ პასუხს, არის თუ არა „ომიკრონი“ ქვეყანაში.”

ტიკარაძის განცხადებით, ომიკრონის დადასტურების შემდეგ ქვეყანა იმ პრაქტიკის მიხედვით მიმართავს ღონისძიებებს, რაც იმ ქვეყნებში აქვთ, სადაც კორონავირუსის ახალივარიანტია დადასტურებული.

ამასთან, ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის არსებული სისტემა მზადაა რთულ ვითარებასაც გაუმკლავდეს.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ პანდემიის დასაწყისში ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყო, რადგანაც ამისათვის არ იყო საკმარისი მზაობა.

“გამოვიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, თუმცა, დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მართვა ავტომატურ რეჟიმზეა, ვინაიდან, ყველა ის რგოლი, რომელიც უნდა ზრუნავდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ეფექტურად მუშაობს.” – აღნიშნავს ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

“აქ ვგულისხმობ ტესტირების პროცესის შედეგებს, ტესტირების შემდეგ იდენტიფიცირებული პაციენტების მართვას როგორც ონლაინკლინიკების მხრიდან, ასევე მათ გადამისამართებას იმ შესაბამისი სირთულით, რომელშიც პაციენტი იმყოფება – ჰოსპიტალურ სექტორში ან სასტუმროში. სასწრაფოს სისტემაც ასევე აწყობილია. ჩვენ არ გვაქვს დაყოვნებული ზარები და აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს, შეძლებს გაუმკლავდეს უფრო რთულ ვითარებასაც კი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

mazda magti 5g