შესანიშნავი ქართული ანსამბლი, „თეატრალურის კვარტეტი“ 18 წლისაა. სწორედ 18 წლის წინ, დღევანდელ დღეს, დაიბადა იდეა, შექმნილიყო ანსამბლი, რომელიც ქართულ სიმღერებს შეასრულებდა. „თეატრალურის კვარტეტს“ მუსიკალური ჰარმონიის გარდა, წევრებს შორის სრული იდილიაც ახასიათებს. ბიჭები, კოლეგების გარდა, დიდი მეგობრებიც არიან.
დღეს რესტორან „ოტიუმში“ მათი შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ანსამბლის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა:
„თეატრალურის კვარტეტი“ იუბილარია, გზა, რომელიც 2003 წლის 17 დეკემბრიდან, დღემდე ერთად გავიარეთ, რა თქმა უნდა იყო იმედგაცრუება, წარმატება და სიხარულიც.
ყველაზე ძვირფასი კი, ადამიანების ის სითბო და სიყვარულია, რომელიც 18 წლის განმავლობაში არ მოგვკლებია!
მადლობა ყველას ერთგულებისთვის, ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი ერთად, მთავარია, ეს გზა ღირსეულად გავიაროთ!“
