LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

40 წლის კაციც ბავშვად ითვლება მშობლის ფრთის ქვეშ, ეს ტრადიცია სამხრეთელებს გვაქვს: კახაძე

121
pjimage-38

“საქართველოში 40 წლის კაციც ბავშვად ითვლება მშობლის ფრთის ქვეშ, ეს ტრადიცია სამხრეთელებს გვაქვს”,-ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ აზარტულ თამაშებზე დაწესებულ ასაკობრივი ზღვარზე საუბრისას განაცხადა.

“ასაკიო ბრძანა აქ, 21 წლიდან 25-ზე რატომ ასწიეთო. პირველი, ის ტვინის უჯრედები, რომელიც პასუხს აგებენ ემოციაზე, ლაბილურნი არიან და ყალიბდებიან დროთა ვითარებაში, მედეგნი ხდებიან გარკვეული დროის განმავლობაში და თავის თავზე დოლაბის დატრიალების მერე. 25 წელი კი არადა, ჩემი ნება რომ იყოს, 30 წლამდე ავწევდი შეზღუდვის ასაკს. იმიტომ, რომ საქართველოში 40 წლის კაციც ბავშვად ითვლება მშობლის ფრთის ქვეშ, ეს ტრადიცია სამხრეთელებს გვაქვს”, — თქვა კახაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g