„ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციითვე, ჯერ კიდევ შეზღუდულია მონაცემები „ომიკრონის“ კლინიკური სიმძიმის თაობაზე.
“ომიკრონი სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, რომლის მოსახლეობა მაღალი იმუნიტეტით გამოირჩევა, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს გამოწვეულია თუ არა ვირუსის უნარით, თავი აარიდოს იმუნურ სისტემას, ან მისი ინტენსიური გადადების უნარით, ან ორივეს კომბინაციით“, – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
მათივე თქმით,კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევები იმ ქვეყნებში, სადაც მისი გავრცელება ხდება, 1,5-დან 3 დღეში ორმაგდება.
“10-მდე საეჭვო ნიმუშია გამოკვლეული” – დადასტურდა, თუ არა საქართველოში “ომიკრონის” შტამი