LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება

115
1583850753714-H01A8726 (1)

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დაფინანსების მოდელი საბოლოო სახით არაა ჩამოყალიბებული. ჩვენ მიერ გაცხადებული იქნა, რომ ეს არ იქნება საბიუჯეტო დაფინანსება”- განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, საპარტნიორო ფონდი „საქართველოს განვითარების ფონდად“ გარდაიქმნება და მოხდება მისი რეფორმირება. შედეგად, 2022 წლის დასაწყისიდან შესაძლებელი გახდება საქართველოს განვითარების ფონდის რეფორმირებული სახით და სრულყოფილად ამოქმედება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g