LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომიკრონის“ დაფიქსირების გამო, ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას არ ველოდები: ამირან გამყრელიძე

104
BeFunky-collage (66)

იმის გამო, რომ ქვეყანაში „ომიკრონი“ დაფიქსირდა, ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე მაინც, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ახალი შტამით ძველი, „დელტა“ შტამის ჩანაცვლებას ალბათ, 2 თვე დასჭირდება.

მისი შეფასებით, „ომიკრონი“ მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და ამიტომ სავარაუდოდ, ახალი შემთხვევები ამბულატორიული იქნება.

“ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ მომავალში როგორ იქნება, რადგან მას სწრაფი გავრცელების უნარი აქვს, ჯერ კიდევ რთული საპროგნოზოა” – აცხადებს გამყრელიძე

„ომიკრონთან“ მიმართებაში აღინიშნა საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი, 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი და ბავშვებს, ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ მომავალში როგორ იქნება, რადგან მას სწრაფი გავრცელების უნარი აქვს, ჯერ კიდევ რთული საპროგნოზოა. ჩვენთან ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება, მაგრამ მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება მაჩვენებლები, ამიტომ „ომიკრონის“ გამოჩენა, რომელსაც ჩვენ ველოდით, რა თქმა უნდა, რადგან საზღვარი ვერ დაიცავს ვირუსის შემოსვლას, რომ გითხრათ, რომ დაუყოვნებლივ დღეს და ხვალ იმოქმედებს ეპიდსიტუაციაზე, მართალი არ ვიქნები – ეს ასე არ იქნება, ეს გარკვეული სტაბილიზაციისკენ სვლა გაგრძელდება, მაგრამ ახალი შტამით ჩანაცვლებას ძველი, „დელტა“ შტამის ალბათ, 2 თვე მაინც დასჭირდება. ამიტომ ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას იმის გამო, რომ „ომიკრონი“ ქვეყანაში დაფიქსირდა, არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე მაინც და შემდგომ ნელნელა ალბათ, თუ გავრცელდა იმ სისწრაფით, რომელიც მას ახასიათებს, რა თქმა უნდა, იქნება დატვირთვა ჯანდაცვის სექტორზე მაგრამ, მაინც იმედი გვაქვს, რომ ძირითადად შემთხვევები უნდა იყოს ამბულატორიული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

პოპულარულები