LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული შედეგი: ქართველი “მუშკეტერები” მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდნენ

97

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ხმლით მოასპარეზე გუნდურ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა.

ეს საქართველოსთვის ისტორიული შედეგია.

ქართველმა სპორტსმენებმა მერვედფინალში აშშ-ს ნაკრების (მსოფლიო რეიტინგში მეხუთე) დამარცხების შემდეგ, მორიგი სენსაცია შემოგვთავაზეს – ჩვენმა ბიჭებმა მეოთხედფინალში ირანის გუნდი დაამარცხეს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-4 ადგილზეა, ანგარიშით 45:37.

ნახევარფინალში ჩვენი გუნდი მსოფლიო რეიტინგის ლიდერ სამხრეთ კორეის ნაკრებთან დამარცხდა, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში მსოფლიოს მესამე გუნდთან – უნგრეთთან და საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრები: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია.

FIE-ს გუნდურ რეიტინგში საქართველო რამდენიმე ადგილით დაწინაურდება. მიზანი კი ტოკიო 2020-ის გუნდური ლიცენზიის მოპოვებაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g