„ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივ შიმშილობას აცხადებს. აღნიშნული განცხადება, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ნიკა მელიამ გააკეთა.
მისი განმარტებით, ნაციონალური მოძრაობის ოფისისთან მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.
„დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა. ეს კონსტიტუციური უფლებაა. ეს პროტესტის არაძალადობრივი მეთოდია, მაგრამ მძიმეა. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის მისაცემად. ვერავის დავავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ, აქვე დავძენ: რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას“, – თქვა ნიკა მელიამ.