LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამაზ გერლიანი იპოვეს

350
BeFunky-collage

3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ, ეკონომიკური ექსპერტი, რამაზ გერლიანი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერლიანი თბილისიდან იყო გასული, შესაბამისად, სამართალდამცავებმა მის კვალს სხვა ქალაქში მიაგნეს.

რამაზ გერლიანის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 20 დეკემბერს, დილით შეატყობინა. ახლობლების ცნობით, რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა და ვერ უკავშირდებოდნენ.

“დილის შემდეგ ტელეფონი გამორთულია, თუ სადმე შეამჩნევთ, სასწრაფოდ დარეკეთ” – ახლობლების ცნობით, ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა, რა პოსტი გამოაქვეყნა ექსპერტმა

მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს.

ერთი დღით ადრე “ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” პრეზიდენტმა ფეისბუკით გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც საუბარი იყო კონკრეტული პოლიციელის მონაწილეობით მასზე ზეწოლის და საგამოძიებო უწყებების უმოქმედობის შესახებ.

პოლიციამ გერლიანის მობილურ ტელეფონს მიაკვლია – ვის მიმართავს წერილში გაუჩინარებული ექსპერტი

 

პოპულარულები