47 წლის პენელოპა კრუსი და 52 წლის ჰავიერ ბარდემი ორ შვილს ზრდიან. მათ 10 წლის ვაჟი და 8 წლის ქალიშვილი ჰყავთ. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, ბავშვები მედიისგან დამალონ და ამ ამოცანას ჯერჯერობით კარგად ართმევენ თავს.
ახლახან, პენელოპამ CBS-ს ინტერვიუ მისცა, საიდანაც გაირკვა, რომ ის შვილებს სოციალური ქსელის გამოყენებას კატეგორიულად უკრძალავს.
„მე ახალ ტექნოლოგიებს განსაკუთრებულად ვუდგები, რა თქმა უნდა, ჩემი შვილები უყურებენ ფილმებს, თუმცა, ტელეფონის გამოყენების უფლებას არ ვაძლევ, არც სოციალური ქსელი ექნებათ, მინიმუმ 16 წლამდე. ამას მე მათი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გამო ვაკეთებ“, – აცხადებს კრუსი.
მისი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიები და სოციალური ქსელები ახალ თაობაზე ნეგატიურად მოქმედებს.
„ახლანდელი თაობა მეცოდება, მგონია, თითქოს მათზე ექსპერიმენტებს ატარებენ“, – განაცხადა მსახიობმა.
კოცნა ვატიკანის მუზეუმში – პენელოპა კრუსისა და ხავიერ ბარდემის იშვიათი გამოჩენა